воскресенье, 7 декабря 2014 г.

მეცხრე დღე

ინტელის ძირითადი კურსის- პროექტებით სწავლების გავლა სწორედ რომ მნიშვნელოვანი იყო.ამ კურსის მეშვეობით გავიგე როგორ უნდა მოვახდინო ჩემი მოსწავლეების შეფასება პროექტის მსვლელობისას. ჩემი მოსწავლეები განივითარებენ 21-ე საუკუნის უნარებს და  მეტაკოგნიტურ უნარებს. აქ მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტი    -"მე მიყვარს კითხვა"

суббота, 6 декабря 2014 г.

მე-8 დღე

დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები. რესურსების ჩანართში განვიხილეთ თითოეული დიფერენციაციის მიდგომები.შევქმენით ელ. სავარჯიშო სსსმ მოსწავლისთვის და შევინახე ჩემს პორტფოლიოში. რესურსების ჩანართში დავათვალიერეთ მოსწ. მხარდაჭერისთვის შექმნილი სავარჯიშოები, მოვარგეთ ჩვენს პროექტს და შევინახე ჩემს პორტფოლიოში.

четверг, 4 декабря 2014 г.

მე-7 დღე

დღეს ტრენინგზე გავეცანით როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები,  შინაარსის ათვისებასა, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის, გავეცანით კოლეგების შექმნილ მოსწავლის სავარაუდო ნასრომებს და შევიმუშავეთ შეფასების გეგმა.